რეზონანსი
30.06.2020

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში" ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული სამი მოწმის ჩვენება გასაჯაროვდა.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება:

„ისინი ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვზდევდნენ უკან და გვეძახდნენ გაჩერდით სად გარბიხართო და თან გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები. გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. ხოლო სხვები საით და რა მიმართულებით გაიქცნენ არ ვიცი, რადგან იყო ღამე.

მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი ვინც მოგვზდევდნენ გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. ხოლო შემდეგ თუ ვინ საით გაიქცა არ დამინახავს", - წერს ვახტანგ ახვლედიანი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში .

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე:

„როდესაც შენობიდან გადავიხედე ინციდენტის ადგილას სადაც მანქანა იყო გაჩერებული დავინახე ორი ბიჭი. რა დროსაც მოვიდა მეორე ავტომანქანა, სავარაუდოდ მერსედესის მარკის. ვინაიდან იყო 20 მეტრი და მაშორებდა სიბნელე ზუსტად ვერ გავერკვიე მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი საიდანაც გადმოვიდა სამი ბიჭი, რომელებმაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს ადგილზე მყოფ ორ ბიჭს. აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და თან აგინებდნენ"

ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილი:

„მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ კარები და გადმოსულიყვნენ. რაზეც იძულებული გავხდი მანქანა გამეჩერებინა. როდესაც მანქანა გავაჩერე ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ, ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩვენთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით. რა დროსაც დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნებამ რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა ერთ-ერთს ფეხში. რა დროსაც ჩვენს წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ. რომელსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს. რომელსაც ჩემი ყველა თანმხლები პირი ურტყამდა.

მე მათ ვთხოვდი თავი დაენებებინათ მისთვის და წამოსულიყვნენ თუმცა ისინი მაინც აგრძელებდნენ ჩემთვის უცნობი პირების ცემას და მე ჩემ მგზავრებს გიორგი შერმადინს და ლაშა მერაბიშვილს მოვატყუე რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ჩემი კლასელები ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი, თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ქანაშვილი რომლის სახელიც არ ვიცი და ასევე ჩემთვის უცნობი სრული აღნაგობის პიროვნება და ნ.ც ჩასხდნენ ჩემს მანქანაში და ყველა ერთად წავედით თბილისში"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×