რეზონანსი
30.06.2020

23 წლის გოგო, რომლის დაწვაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, სხეულის 37%-ის დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

მამაკაცმა ქალს საკუთარ სახლთან ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მისი დაწვა სცადა. ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებაც - ბენზინის ბოთლი.

ვახუშტი ბაგრატიონის 45 ნომერთან მძიმე დანაშაულის კვალი ჯერ არ გამქრალა. ძალადობაში დამნაშავემ წინასწარ ხელოვნური ბარიერები აღმართა, რათა, სავარაუდოდ, არავის შეეშალა ხელი წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში.

23 წლის გოგოს 24 წლის ყოფილმა შეყვარებულმა საკუთარ სახლთან მიაკითხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ამ შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომელთა დახმარებითაც დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადაიყვანეს. მას დამწვარი აქვს სხეულის 37%.

როგორც საქმის გარემოებებით დგინდება, წინასწარ განზრახული მკვლელობის შესასრულებლად 24 წლის მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან მოშორებით მდებარე ამ ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა. ბოთლით შეიძინა საწვავი და ყოფილი შეყვარებულის საცხოვრებელი სახლის მისამართისკენ გაემართა. ობიექტზე, სადაც დაკავებულმა ბენზინი იყიდა, დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც პასუხისგებაში მიცემული პირიც მონაწილეობდა.

დანაშაულის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ბოთლიც. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ დღეს დილით დააკავა. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×