რეზონანსი
01.07.2020

განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზად არის და აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხო გარემო დახვდებათ.

„ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით, აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად. განათლების, კულტურის და მეცნიერების სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას 2020 წლის ეროვნული გამოცდების სტუდენტთა და მაგისტრთა კონკურსის ჩასატარებლად მზადყოფნას. და შესაბამისად მასწავლებელთა იმ ნაწილისა, რომელიც 2020 წლის ზაფხულის გამოცდებზე მიიღებს მონაწილეობას", - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსის პრევენციის ზომები დაცული იქნება. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ მათ დახვდებათ უსაფრთხო გარემო, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უახლოეს დღეებში დაზუსტებულად მოგაწვდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შესრულებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ ყველა სექტორში ", - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×