რეზონანსი
01.07.2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კვოტირების თემაზე შალვა ნათელაშვილის „ფეისბუქ" სტატუსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

„ყველანი, ჩვენ და ალბათ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლეობა ვთანხმდებით, რომ ამ კაცის, ამ პოლიტიკოსის განცხადებებზე კომენტარები სერიოზულად არ შეიძლება. თავად ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა აირჩია ის ლიდერად, ხელმძღვანელად და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. არანაირი პრობლემა აქ არ არის. საზოგადოება, მათ შორის შალვა ნათელაშვილის ლიდერობითაც, მიიღებს გადაწყვეტილებებს მომავალ საპარლმენტო არჩევნებზე", - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ქალთა კვოტირებას, მდინარაძე ამბობს, რომ მოგონილი არგუმენტებით ცდილობენ, საქართველოს პარლამენტში ქალთა მაქსიმალურ წარმომადგენლობას მხარი არ დაუჭირონ.

„რაც შეეხება ქალთა კვოტირებას, თუ ვინმე წინააღმდეგია, რომ ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში იყოს უფრო მეტი, ეს მისი პრობლემაა და ამას უნდა დაერქვას სახელი. სხვადასხვა არგუმენტის შეფუთვით კი არა, სახელი უნდა დაერქვას. ან ხარ ქალთა უფრო მეტი წარმომადგენლობის წინააღმდეგი ან ხარ მომხრე.

დისკრიმინაცია პოზიტიურია თუ ნეგატიური, ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ძალით გამოგონილი არგუმენტებია, რომ მხარი არ დაუჭირონ ქალთა მაქსიმალურ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში. ჩვენ მოცემულ შემთხვევაში გვყავს 21 ქალი დეპუტატი. მინიმუმ 30 ქალი დეპუტატი იქნება საქართველოს პარლამენტში. ეს ძალიან კარგი იქნება",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჯიმა   (01.07.2020)
მამუკა, შენგან შალიკოს განცხადებაზე კი არა, საერთოდ არ მომისმენია სერიოზული კომენტარი. გაპრავების სამოსანის დონეზე ბლუკუნებ სერიოზული სახით. სერიოზული სახის გამო სამიანი, თორემ ისე 2+ ზე ვერ ქაჩავ. არ გაგიტყდეს, იმუშავე კარგად და ეგებ გადარჩე ივანიშვილის პანღურსაც და ხალხისგან გინებას

ჯიმა   (01.07.2020)
მამუკა, შენგან შალიკოს განცხადებაზე კი არა, საერთოდ არ მომისმენია სერიოზული კომენტარი. გაპრავების სამოსანის დონეზე ბლუკუნებ სერიოზული სახით. სერიოზული სახის გამო სამიანი, თორემ ისე 2+ ზე ვერ ქაჩავ. არ გაგიტყდეს, იმუშავე კარგად და ეგებ გადარჩე ივანიშვილის პანღურსაც და ხალხისგან გინებას


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×