რეზონანსი
01.07.2020

საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ და რაც მთავარია, ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ პროგრამებს, რომლებიც, მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ხორციელდება და შედგება როგორც ფინანსებზე წვდომის უნივერსალური, ასევე დარგობრივი პროგრამებისგან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის.

მისივე თქმით, სააგენტოს კრიზისული ბიუჯეტი 2020 წლისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია, რაც 10-ჯერ მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებასაც სააგენტო გაუწევს ორგანიზებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე, მიკროგრანტების პროგრამაზე, ასევე დეველოპმენტისა და ტურისტული სექტორის მხარდაჭერასა და სხვ. შეხვედრის ბოლოს მოწვეულმა სპიკერებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეკითხვებს უპასუხეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×