რეზონანსი
02.07.2020

1-ელ ივლისს განათლების სამინისტროში თბილისის სკოლების დირექტორებისთვის თათბირი მომავალი სასკოლო წლის შესახებ  ჩატარდა.  სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეებს განათლების სამინისტრო ორი ტიპის სპეციალურ სასწავლო მოდელს და შედარებით მცირე ხნიან გაკვეთილებს შესთავაზებს.

I-VI კლასელებს შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელის ტიპის გაკვეთილები ჩაუტარდებათ,

ხოლო VII კლასიდან XII-ის ჩათვლით მოსწავლეებს სპეციალურ ცხრილსა და გაკვეთილების განრიგს შესთავაზებენ. ასევე, შემცირდება გაკვეთილის ხანგრძლივობა. 

დაბალ კლასებში გაკვეთილები შერეულად – დისტანციურად და სკოლაში პრაქტიკული მეცადინეობებით გაგრძელდება. ხოლო მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური ცხრილი და გრაფიკი შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები მონაცვლეობით ივლიან სასწავლო დაწესებულებაში.

შესვენებებზე სოციალური დისტანცირებისა და სხვა რეკომენდაციების დაცვის კონტროლი მანდატურების პასუხისმგებლობა იქნება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სკოლებში სასადილოებს ფუნქციონირების უფლება აღარ ექნება.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×