რეზონანსი
02.07.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი კი შემოტანილი შემთხვევაა.

ეზუგბაიას განმარტებით, ახალ ინფიცირებულებს შორის ექვსი ტრაილერის მძღოლია.

„რვა პაციენტიდან, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, დანარჩენი შვიდი ყველა შემოტანილი შემთხვევაა. ექვსი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი არის ჩვეულებრივი მოქალაქე",- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციიით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 87 პროცენტი შეადგინა.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 931, გაიზარდა რვით და ამ ეტაპზე გვყავს 939 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კარგად გაზიარდა, 22 გამოჯანმრთელებული დაემატა. იყო 795 და ამჟამად გვაქვს 817", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×