რეზონანსი
02.07.2020

წელს დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში. მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„ძალიან სასიხარულო ამბავი და დიდი პატივია, რომ ჩვენ მოვხვდით უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, მაგრამ ევროკავშირის შიგნითაც ქვეყნებს სხვადასხვა მიდგომა აქვს. მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, გადაავადოს საზღვრების გახსნა. ყოველდღიურად ვაანალიზებთ ამ მონაცემებს და ჩვენს სიფრთხილეს აქვს შემდეგი ახსნა: ევროკავშირიდან ადამიანების რა რაოდენობაც შეიძლება ჩამოვიდეს, საკმაოდ მცირეა. ეს უკავშირდება მსოფლიოში არსებულ ზოგად განწყობებს. ეკონომიკას ტურისტი არ აწყენს, მაგრამ ეპიდემიის თვალსაზრისით რისკი საკმაოდ მაღალია.

წელს დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში. მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს. ამის შემდეგ შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ, გავრცელების პერიოდში ადამიანები თვითშეზღუდვას მიმართავენ და ეკონომიკური აქტივობა შემცირდება. ამიტომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ არ გავხსნით საზღვრებს, უბრალოდ ჩვენ სიფრთხილით მოვეკიდებით ამ პროცესს. შევეცდებით, შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები და უსაფრთხოების წესები, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდაფეთქება. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×