რეზონანსი
02.07.2020

თელეთის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი ირწმუნება, რომ ქალისთვის შარვლის ჩაცმა მიუღებელია, ვინაიდან ეს დიდი ცოდვაა. ამის შესახებ ინფორმაციას zneoba.ge ავრცელებს.

„როგორც უფალი ბრძანებს, თუ კაცი გულისთქმით უყურებს ქალს, უვკე იმრუშა მასთან თავის გულში (მათეს სახარება 5,28). როდესაც ქალი იცვამს შარვალს, განსაკუთრებით, შემოტმასნილ ჯინსებს და ე.წ. ელასტიკებს, ამ დროს წარმოაჩენს თავისი დაფარული სხეულის მოყვანილობას და ნაკვთებს.

ასეთი გამომწვევი ჩაცმით ქალი იქცევს მამაკაცის ყურადღებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არაწმიდა გულისთქმით უყურებს მას და მრუშობს მასთან თავის გულში. ასეთი ჩაცმული ქალი არის ეშმაკის იარაღი, მამაკაცების საცდუნებლად მიმართული. ადრე მეძავი ქალები იცვამდნენ ასე გამომწვევად იმისათვის, რომ მამაკაცების ყურადღება მიექციათ და ამ გზით ფული ეშოვნათ, დღეს კი ასეთი ჩაცმა მოდაში შემოვიდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (02.07.2020)
Аматтан шуа саукунеебиа.

Vaa   (02.07.2020)
Ra vqnat??? Qalma kaci tu ar acduna kacobrioba rogor gagrdzeldeba?!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×