რეზონანსი
02.07.2020

ცნობილი წყვილის სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახში ტრაგედია მოხდა. ქართველი მომღერლის მაზლი ბაჩო მესხი, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და გარდაიცვალა.

ბაჩო მესხს სიმსივნის დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუსვეს, ის მკურნალობის კურსს გადიოდა, ჩაუტარდა ქიმიოთერაპიაც. ბაჩო მესხის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მომღერალი სოფო ბედია. "ბაჩო აღარაა" - დაწერა მომღერალმა.

"განადგურებულები ვართ, ვერც კი წარმომიდგენია რომ ბაჩო აღარ არის. ონკოპაციენტი იყო, ქიმიებს იკეთებდა, გაცივდა და გაციება გადაეზარდა ფილტვების ანთებაში. ერთი ფილტვი დაეხურა და 21 ივნისს შეაერთეს აპარატზე, დღეს დილის 4 საათზე კი გარდაიცვალა. ბაჩო იყო საოცარი ადამიანი, მას და მიშას განსაკუთრებული ძმობა ჰქონდათ", - განაცხადა წყვილის ოჯახის მეგობარმა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (03.07.2020)
ამ გაჭივრების დროს სხვა სურათი დაედო გაზეთს....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×