რეზონანსი
02.07.2020

თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. ასევე, ცხადდება კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.

საკონკურსო წინადადების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.

დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია და საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. მასში მონაწილეობა ამ შემთხვევაშიც, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალს, საკონკურსო წინადადების თანახმად, იგი მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განთავსდება. ესკიზის შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.

კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება განხორციელდება ფარული წესით. მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორებს.

საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტები/მემორიალი შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში ან/და მ. კოსტავასა და ს. ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესარჩევი პირობები აღნიშნულ შემთხვევაშიც, თბილისის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა წინა კონკურსების მსგავსად, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
--   (03.07.2020)
ლბათ ძალიან არაპოპულარულ თემაზე ვწერ და ძაღლების დამცველები ჩამქოლავენ, მაგრამ მართლა აღარ შემიძლია, უკვე შეუძლებელი გახდა ამ ქალაქში ცხოვრება ყველა მხრივ და უპატრონო ძაღლები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც მარტო მე ნამდვილად არ მაწუხებს, ჩემ დღეშია უამრავი ადამიანი, უბრალოდ ხმას ვერ იღებს ბევრი. რაღაცას რომ იტყვი, ცხოველების მოძულედ შეგრაცხავენ, მაგრამ ხომ შეიძლება, მეც, ამ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეს მქონდეს ჩემი ცხოვრებისეული უფლებები, მქონდეს უფლება, რომ ვიცხოვრო? ყოველთვის მიყვარდა ძაღლები, მაგრამ... საერთოდ აღარ მძინავს, აღარ შემიძლია! გამუდმებით საუბრობენ ექიმები იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სრულფასოვანი ძილი. თუ დამიჯერებთ, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის მეძინა, სრულფასოვნად კი არა, უბრალოდ - მეძინა. ამ ქალაქში ბოლო დროს ისედაც წარმოუდგენლად რთული გახდა ცხოვრება, ადამიანები საერთოდ აღარ ითვალისწინებენ ერთმანეთს - ყველა თავის სურვილზე ცხოვრობს და როცა მოესურვება, მაშინ ჩართავს მანქანაში მაღალ ხმაზე სიმღერებს (შუა ღამისას), ან იყვირებს მთვრალი, ან გადმოისვრის ბავშვის საფენს აივნიდან პირდაპირ შენს ცხვირწინ, ან სიგარეტს დააფერფლებს შენს სარეცხს... ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი რამ ხდება მუდმივად... მაგრამ ეს ძაღლების თემა უკვე სრულიად გამოვიდა კონტროლიდან. მხოლოდ ჩემი უბნის ამბავს მოვყვები, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა. წლების განმავლობაში თანდათან მომრავლდა ძაღლები - ძირითადად, უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ ვითომ შინ წაყვანილი და მერე უპატრონოდ გარეთ გაგდებული ცხოველები. ორი შვილი მყავს. ჯერ ერთი, მართლა მეშინია იმის, რომ ეს ჯგროდ მოსიარულე ძაღლები უკბენენ, ბევრი შემთხვევა იყო, რომ გაკრეს კბილი ადამიანებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიჰყავთ და ესეც წაროიდგენელია - ანუ უნდა ეცეს მაინცდამაინც და დაასახიჩროს, რომ რამე ზომები მიიღონ. გარდა კბენისა, ხშირად იციან გამოდევნება და დაყეფება ადამიანესთვის და ბავშვს კი არა, დიდსაც ეშინია. ასევე მოუვლელობის გამო, ამრავლებენ რწყილებს, ტკიპებ

--   (03.07.2020)
თბილისის პეროგაყრილ ვაი-მერს მოჰკითხეთ, ძაღლის მატაკვეცული საკვებურები რომ დადგა ქალაქში ცხოველების თავშესაფრების გაკეთების მაგივრად და რომლის ყოველი ქმედება მოფიქრებულია იმ ადგილით, სადაც ეს პეროა გამოჩრილი. ველოსიპედების ბილიკები მოაწყო ვითომ ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და საცობები და სმოგი დაამატა ქალაქს. დატანჯა თბილისელები.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×