რეზონანსი
02.07.2020

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა ხდება ამ ცვლილებების თანახმად:

„უმჯობესდება საარჩევნო გარემო

სრულად რეფორმირდება, გამჭვირვალე და სამართლიანი ხდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მოდელი

შემოდის სავალდებულო კვოტები არჩევნებში და პარლამენტში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის ხელშესაწყობად

რეგულირდება ინტერესთა კონფლიქტი და გამჭვირვალედ ხდება საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით წევრების არჩევა

დამატებითი შეზღუდვები წესდება საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე

სამართლიანად რეგულირდება მედიაში სარეკლამო დროის განაწილება პარტიებისთვის

ამომწურავად განისაზღვრება მოერე ტურის ჩატარების წესი

მცირდება საჩივრების განხილვის ვადები და მარტივდება საარჩევნო დავების წარმოება

საარჩევნო კოდექსს ემატება კოვიდ19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები

საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული„- წერს არჩილ თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×