რეზონანსი
03.07.2020

ფოთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 44 წლის მამაკაცი ე.წ. ქურდული გარჩევის დროს მოკლეს. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი ესროლეს. მოკლულს ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

სად და ვისთან მოხდა დაპირისპირება უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, კონფლიქტი ჯერ სხვაგან დაიწყო, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ნაგავსაყრელთან მიიყვანეს, სადაც ის ადგილობრივმა იპოვა.

ვაჟა ტყებუჩავა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული, სამართალდამცველებს კი ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. პოლიციამ სხვადასხვა ობიექტიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე დაათვალიერა და საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (03.07.2020)
დახვრეტა უნდა აღდგეს, ისე როგორც ეს მოქმედებს ამერიკის ბევრ შტატში. ევროკავშირში სანამ თურქეთს არ მიიღებენ საქართველოს შანსი არა აქვს შესვლის. ასე რომ არ არის საჭირო კანონმდებლობა მთლიანად ევროკავშირიდან გადმოვშუშოთ. საქართველოს თავისი სპეციპიკა აქვს. არც დანიაა და არც შვეიცარია. სინგაპურს სიკვდილით დასჯა აქვს მაგრამ ეს ხელს არ უშლის ევროგაერთიანებას რომ სინგაპურთან უვიზო მიმოსვლა ჰქონდეს. რამ უნდა შეაკავოს ეს კრიმინალები როცა კაცს კლავენ და სამ ოთხ წელიწადში ციხიდან გამოდიან? კმარა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×