რეზონანსი
03.07.2020

ფოთში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მამა მომხდარის დეტალებს იხსენებს. გივი ტყებუჩავას თქმით, ის შვილთან ერთად ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, იქიდან გამოსულებს კი თავს რამდენიმე პირი დაესხათ.

როგორც თავად ყვება, შვილის დაცვა სცადა, თუმცა ვერ შეძლო და უცნობმა ადამიანებმა ის გაიტაცეს. მასაც სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

მოკლულის მამა შვილის კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას არ ადასტურებს. იმასაც უარყოფს, რომ მას ემუქრებოდნენ. მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მოკლულს კავშირი ე. წ. ქურდულ გარჩევებთან.

„სამძიმრიდან რომ გამოვედით, სპეცრაზმი მეგონა, ისე შემოვარდნენ, თეთრი, „მარშრუტკის" მსგავსი მანქანით იყვნენ. მე მანქანის კარი ჩამიკეტეს, ვერ გადმოვედი, ჩემი შვილი ჩასვეს და გაუჩინარდნენ. როცა შვილს ვიცავდი, მეც მომხვდა ხელი. იარაღი არ შემიმჩნევია, ხელკეტებით იყვნენ. პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ვეძებდი ყველგან, მერე პოლიცია თვითონ მოვიდა ჩემთან. ქურდულ გარჩევებთან ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი, არ ვიცი. მას სახლში ისეთი არავინ მოყავდა. ბავშობაში ბაირამიდთან მეგობრობდა, მერე თუ რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონდა, ვერ გეტყვით. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ," - აცხადებს გივი ტყებუჩავა.

შეგახსენებთ, ფოთში 43 წლის მამაკაცი გუშინ მოკლეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×