რეზონანსი
03.07.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავარი რეკომენდაციაა, ყველამ გაითვალისწინოს რჩევები, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები იძლევიან.

„ჩვენი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველამ ერთად, საზოგადოებამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უფრო მეტი მზადყოფნა უნდა იყოს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, მთავარი რეკომენდაცია არის პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.

„მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია", - დასძინა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×