რეზონანსი
03.07.2020

ჩუღურეთის რაიონში, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარე ფერდობები და გამწვანებული ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა და სრულად მოაწესრიგა.

ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი მუშაობდა. ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში განათავსონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×