რეზონანსი
03.07.2020

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს პროტოკოლით გათვალისწინებულ კვლევებს ჩაუტარებენ.

გიორგი კიკაბიძის ცნობით, 38 წლის ქალს კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში მე-14 დღეს დაუდგინდა.

"დღეს მოგვიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საკარანტინო ზონაში 14 დღე იმყოფებოდა. ჩაუტარდა „პისიარ" გამოკვლევა, აღმოჩნდა კოვიდ დადებითი. მოთავსებულია კლინიკაში. მას ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 38 წლის ქალი საქართველოს მოქალაქეა, აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია",- განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

აჭარაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პირი მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×