რეზონანსი
03.07.2020

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. Imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ მაჩხაანში მარტოხელა მოხუცი იმ დროს დაიწვა, როცა მან საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს ცეცხლი დასუფთავების მიზნით წაუკიდა.

თვითმხილველების თქმით, აალება უცბად მოხდა, ამიტომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვეღარ შეძლო. მიღებული დამწვრობით პენსიონერი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×