რეზონანსი
03.07.2020

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია უვადო შიმშილობას დაიწყებს - ეს იმ შემთხვევაში, თუ კალანდიას სასამართლო პროცესზე ისევ არ დაასწრებენ. მიხეილ კალანდიამ პროტესტის ნიშნად, უკვე რამდენიმე სხდომა გააცდინა და მონაწილეობა მას დისტანციურად არ მიუღია.

"თუ ის, დღესაც არ იქნება წარმოდგენილი უშუალოდ სასამართლოს სხდომაზე იგი იწყებს უვადო შიმშილობას. მისი მოთხოვნა არის, რომ უშუალოდ მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და მონაწილეობა მიიღოს მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაში. მიზეზად, არის ასეთი მეტად უსუსური განმარტება პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ არსებობს მისი კონტრარგუმენტი, ანუ უსაფუძვლობა ამ პოზიციისა.

თუ შესაძლებელია რურუას ტარება სასამართლოს ყოველდღიურად სასამართლოში, რატომ არ შეიძლება კალანდია ვატაროთ სააპელაციო სასამართლოში," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული. საქალაქო სასამართლომ მას მიმდინარე წლის თებერვალში 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×