რეზონანსი
04.07.2020

„ტვ პირველი“ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელის ირაკლი წაქაძის ჩვენებას ასაჯაროებს, რომელშიც ის კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე საუბრობს. წაქაძის ჩვენებით ირკვევა, რომ გარკვეული პირები მისი მეგობარი გოგონების შევიწროვებას ახდენდნენ, რომელიც მოგვიანებით ახალგაზრდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ჩვენი იქ ყოფნის დროს ჩვენი საერთო ნაცნობი და მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე უკრავდა ე.წ. „დიჯეის“ დასაკრავ აპარატურაზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, რა დროსაც სისტემატიურად იყო დამამცირებელი შეძახილები კონსტანტინეს მისამართით. ამაზე ერთჯერადად მივედით იმ შეკრებილი ადამიანებისკენ და მოვუწოდეთ, რომ თავი შეეკავებინათ მსგავსი წამოძახილებისგან და უმჯობესი იყო დაკავებულიყვნენ სხვა გასართობით. ეს ადამიანები იყვნენ ანა გაბეჩავას ნაცნობები და კლასელებიც. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მათ დაიწყეს ჩემი მეგობარი გოგონების, მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და საბა ჩხარტიშვილის შეყვარებულის ბარბარე ურიდიას მისამართით ვიზუალურად შემაწუხებელი საქციელი, რაც შემაწუხებელი იყო როგორც ჩემთვის, ისე გოგონებისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ვუსმენდით მუსიკას, მათ შორის გიორგი შაქარაშვილიც, რა დროსაც მოვიდა ერთ-ერთი გოგონა და თქვა, რომ სახლის გარეთ იყო ჩხუბი ჩემს მეგობარსა და იმ ბიჭებს შორის, რომლებსაც რამდენჯერმე მოვუწოდეთ საღამოს მიმდინარეობისას შემაწუხებელი საქციელის შეწყვეტისკენ. 

აღნიშნულ ჩხუბში იძულებული გავხდი მეც მიმეღო მონაწილეობა. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით ერთ წუთს. ამის შემდეგ გადავწყვიტე დაგვეტოვებინა ტერიტორია და წავსულიყავით ჩემს კუთვნილ სახლში, ლისზე. ამასობაში, ლუკა ბეჟანიშვილს დაურეკა ვახო ახვლედიანმა და უთხრა, რომ ის „ნახალოვკელები“ უკან დაბრუნდნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ“, – ნათქვამია ირაკლი წაქაძის ჩვენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×