რეზონანსი
04.07.2020

სამი წლის ბავშვი, რომელიც მეექვსე სართულიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, იმ დროს, სახლში ძიძას ჰყავდა. ამის შესახებ „მთავართან" მეზობელი ჰყვება.

„ძიძას გადმოუვარდა ბავშვი. მეზობლებმაც ასე თქვეს. პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა სწრაფად მოვიდა. ჩვენი მეზობელი გოგო ყვიროდა, ბავშვი, ბავშვიო. ფანჯრიდან რომ გადავიხედე, საზარელი შემთხვევის მოწმე გავხდი. გვიან ღამე დაასრულეს სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა, უამრავი ადამიანი მოვიდა." - აცხადებს მეზობელი.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

პატარა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×