რეზონანსი
04.07.2020

ოჯახური ძალადობის ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 77 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ის დისშვილის მეუღლემ ჩუსტით სცემა. სახლში ორი ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული შემთხვევა 2019 წლის 19 დეკემბერს მოხდა.

კონფლიქტიც მათშორის სწორედ საცხოვრებელი სახლის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 77 წლის მოხუცის თქმით მას რძალი ჩუსტს სახეში ურტყამდა.

მოხუცი ჰყვება, რომ სახლი, სადაც ის ცხოვრობს მას და მის დისშვილს ეკუთვნის. ერთ სართულზე თავად ცხოვრობს, მეორეზე კი დისშვილის ოჯახია განთავსებული. მოხუცის თქმით მას სახლში ბუნებრივი აირის შეყვანა სურდა, ამიტომ აბონენტად დასარეგისტრირებლად წილის გადაფორმება მოითხოვა. ამას კი რძლის გაღიზიანება მოჰყვა.

77 წლის ქალი ამბობს, რომ მას რძალი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც სახე დალურჯებული ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×