რეზონანსი
04.07.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მალარიის სამკურნალო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინისა და ანტირეტროვირუსული პრეპარატების, ლოპინავირის, იგივე რიტონავირის ტესტირება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ე.წ. სოლიდარობის საერთაშორისო სამეთვალყურეო კომიტეტის რეკომენდაციით, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის სამკურნალო საშუალების შემუშავებას. მისი ფარგლებში გაკეთდა შედარება, თუ რა გავლენას ახდენს ამ მედიკამენტების მიღება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობაზე.

წინასწარი ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში მკურნალობის მიზნით ჰიდროქსიქლოროქსინისა და ლოპინავირის, იგივე რიტონავირის გამოყენება სიკვდილიანობაზე გავლენას არ ახდენს, კერძოდ არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (04.07.2020)
ჯანმო შენი, ხიხოს, კორონას და ლილიპუტინის დედას შევთხარე. თავი დაგვანებეთ ოთხივემ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×