რეზონანსი
05.07.2020

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 56 წლის ქალი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთი 11 წლის მოზარდია.

"შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავდა სამი. ერთ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, დაახლოებით 11 წლის ბავშვი კიდურების მოტეხილობით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. დაშავებულია ასევე 64 წლის ქალბატონი, მას კიდურების მოტეხილობა აქვს. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება. ბათუმის კლინიკაში", – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×