რეზონანსი
05.07.2020

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა უმეტესობა ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.

„ქვეყანაში კოვიდვითარება სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ყოველდღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები. ძირითადად, ესაა იმპორტირებული შემთხვევები და მათგან, ძირითადად, დაახლოებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ესენი არიან ტრაილერების მძღოლები" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა, 3 კი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×