რეზონანსი
05.07.2020

გარანტიას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ნამოხვანსა და ტვიშში ეს ჰესები არ აშენდება , - ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, თუ ნამოხვანის ჰესი აშენდება, იქ უნიკალური გარემო აღარ იარსებებს და 19 ისტორიულ-კულტურული ძეგლი დაიტბორება.

“მე და ჩემი გუნდი დღეს ვიმყოფებოდით ნამოხვანის ჰესის აქციაზე, სადაც გავაპროტესტეთ ის უსამართლობა, რის ჩადენასაც აპირებს "ქართული ოცნება". აქ თუ აშენდება კაშხალი, აღარ იარსებებს ეს უნიკალური გარემო, ტვიშის ცოლიკაური აღარ იქნება და 19 ისტორიულ-კულტურული ძეგლი დაიტბორება, მთლიანად შეიცვლება მიკროკლიმატი, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ვუერთდებით პროტესტს და კიდევ ერთხელ ვამბობ - BBC-ისთვის ძალიან მნიშვნელოვან, დოკუმენტურ ფილმს გადავიღებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის დამფინანსებლები, ვინც შემოდიოდნენ ამ პროექტში, ყველა იტყვის უარს. გარანტიას ვაძლევ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ნამოხვანსა და ტვიშში ეს ჰესები არ აშენდება", - განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “ახალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×