რეზონანსი
05.07.2020

ნახევარსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ახალციხის 6 სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის გამო საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ფართები დაზიანდა. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა.

ჭარბმა ნალექმა ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო მიწებსაც. განადგურდა ერთწლიანი კულტურები. მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა.

ძლიერმა წვიმამ საავტომობილო მონაკვეთიც დააზიანა. სტიქიის შედეგად შეზღუდული იყო გადაადგილება ახალციხე-ბორჯომის ცენტრალურ გზაზე. ავტოტრანსპორტის მობილობის აღდგენა რამდენიმესაათიანი გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×