რეზონანსი
06.07.2020

მცხეთაში 18 ივნისის წვეულების მასპინძლის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მცხეთის პოლიციაში დასრულდა. 

როგორც გაბეჩავას ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების კითხვები ყველა საკითხს შეეხებოდა, მათ შორის ანა გაბეჩავას მიმართ ბულინგსა და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს.

"აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. მართლა ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“, – განაცხადა ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ.

მეორე ადვოკატმა თათია მანეჟაშვილმა კი დაადასტურა, რომ შესაძლოა, გამოკითხა რამდენჯერმე გახდეს საჭირო.

„შესაძლებელია, რამდენჯერმე გახდეს საჭირო გამოკითხვა, თუ რაიმეს დაზუსტება იქნება საჭირო. თუმცა, გეტყვით, რომ მითითებული განცხადების საფუძველზე მოხდა ოქმის შედგენა. დეტალებზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს“,- განაცხადა ადვოკატმა.

თავად ანი გაბეჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

19 წლის ფეხბურთელი 18 ივნისს სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×