რეზონანსი
06.07.2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სარეზერვო სივრცეში 4 აბიტურიენტი განთავსდა, მაღალი ტემპერატურის გამო კი გამოცდაზე 2 აბიტურიენტი არ დაიშვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

„უკვე ერთ საათზე მეტია რაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი 2 შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში," - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება აკრძალული ნივთების გამო გამოცდიდან აპლიკანტის მოხსნის ფაქტს, გორგოძის თქმით, ამ ეტაპამდე ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამასთან, სოფო გორგოძის თქმით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში ამ დროისთვის ტეპერატურამ 30 გრადუსს უკვე მიაღწია და ჩაირთო კონდინციონერები, შესაბამისად, აბიტურენტებმაც გაიკეთს პირბადეები.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×