რეზონანსი
06.07.2020

შუახევში, სოფელ გომარდულში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა მთლიანად დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ექვსსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

დაზარალებული ოჯახი შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოინახულა. ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 ათასი ლარი გამოეყოფა.

„დღეს ოჯახი ნათესავთან დარჩება. პირველ ეტაპზე მერია ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუვნელყოფს, შემდეგ მომზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელსაც სამთავრობო კომისიაზე განიხილავენ და ოჯახი მიიღებს სახელმწიფო დახმარებას. ჩვენ რაც შეგვეძლება, ოჯახს დავუდგებით გვერდით და გავუწევთ დახმარებას", - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×