რეზონანსი
06.07.2020

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 12 მილიონს უახლოვდება. სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა ინდოეთში, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ მაჩვენებლით ინდოეთმა რუსეთს გადაუსწრო და მსოფლიოში ინფიცირებულთა რეიტინგში მესამე პოზიციაზე

გადაინაცვლა.

ბრაზილიაში COVID-19-ის 26 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 602 პაციენტი. სწრაფად იზრდება პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი მექსიკაშიც - ქვეყანაში 5 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების შემთხვევები იზრდება ევროპაშიც. გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბრიტანეთში კი ვირუსი 516 ადამიანს დაუდგინდა.

ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია ისრაელში, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 755 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ავსტრალიაში კი კორონავირუსის გამო ორ შტატს შორის საზღვარი 100 წლის შემდეგ პირველად ჩაიკეტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×