რეზონანსი
06.07.2020

რეგულაციების ვადის წლის ბოლომდე გადაწევა უპრიანი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ამ რეგულაციებით ვიცავთ მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ვიცავთ ინტერესს, რომ ეკონომიკას მიადგეს ნაკლები ზიანი. რეგულაციების არსებობის პირობებში ჩვენ ეკონომიკა უფრო მეტად გავხსენით.

საბედნიეროდ მართვა და მენეჯმენტი განხორციელდა ისე რეგულაციების შემოღება საჭირო არ გახდა, პირიქით, დღეს ამის ბრწყინვალე მაგალითი იყო, ფიტნეს კლუბების და სავარჯიშო დარბაზების გახსნა.

ღმერთმა ქნას და არ დაგვჭირდეს, მაგრამ როდესაც საუბარია, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, აქ დგება მესამე ინტერესის დაცვის საკითხი - ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს, კონსტიტუციით განსაზღვრულ თვეს და დღეს.

ეს მესამე ინტერესიც არის არანაკლებ მნიშვნელოვანი და ამასთან დაკავშირებით იყო ათასნაირი სპეკულაციები - ხან გადმოწევაზე საუბრობდნენ, ხან - იქით გადაწევაზე, ამას არავინ აპირებს, არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს.

არ უნდა დაგვჭირდეს პატარა პრობლემის შექმნის გამო სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც იძლევა საშუალებას, პატარა აფეთქების თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების შემთხვევაში ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა მენეჯმენტს საშუალება მისცეს, რომ პროცესი ეფექტიანად მართოს, როგორც ამას დღემდე ვახერხებთ.

სამი მთავარი პრიორიტეტი: მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ეკონომიკა და არჩევნების ჩატარება თავის დროს დემოკრატიულად და ხარვეზების გარეშე - ეს არის ის მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ და სწორედ არჩევნების კონტექსტში წლის ბოლომდე უპრიანი იქნება ვადის გადაწევა და ამას უნდა ჰქონდეს ჩვენი, ყველასი მხარდაჭერა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×