რეზონანსი
06.07.2020

ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება, ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ქართული ტრადიციების დაძლევა. „ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. ჩემი მოლოდინია, რომ სულ ცოტა ფართო მიმოსვლის აღდგენამდე შევინარჩუნებთ ღირსეულ მდგომარეობას და მეორე ტალღა არ იქნება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მიმოსვლის გახსნა მოხდება გონივრულად და დოზირებულად. ასეთ შემთხვევაში მეორე ტალღა ან არ იქნება, ან გადავავადებთ შემოდგომა-ზამთრისთვის. მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით რომელიც მივიღეთ, გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×