რეზონანსი
07.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი მირიან ნიკოლაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში გიორგის მშობლებზე საუბრობს. ნიკოლაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებს ახასიათებს და ამბობს, რომ ისინი მოკრძალებული და თავმდაბალი ხალხია, რის გამოც ტელევიზიებში გამოჩენას ერიდებიან. გიორგის მშობლები ახლა უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან:

„გიორგის მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს და ერთადერთი დაიკო. ახლა ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირთ. დედამისი, თამუნა ჩემი ტოლია – 1976 წელსაა დაბადებული. ლევანი კი ჩემზე 4 წლით უფროსია. 

უწესიერესი ადამიანები არიან. ბიზნესი აქვთ და თავისთვის საქმიანობენ. ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ფინანსურად გამართული და მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გიორგისთვის არაფერი დაეკლოთ, ესწავლა…

ბავშვებს თავისუფლად ზრდიდნენ, მაგრამ თავად იყო გიორგი წესიერი ბავშვი. ძალიან მოკრძალებული გახლდათ. ხომ ასეთი ახლო ნათესავები ვიყავით და მეგობრული დამოკიდებულებაც გვქონდა, მაგრამ ისეთი მორიდებული იყო, ლაპარაკის დროსაც სულ ძირს იყურებოდა. ვერავინ გაიხსენებს, რომ სადმე უზრდელად მოქცეულიყო.

მამამისს ცხოვრებაში კაციშვილისთვის არ უწყენინებია. დედაც ასეთივეა. ასეთი მძიმე წუთები უდგათ და ალბათ როგორი მობილიზება გჭირდება, რომ არ გამოვარდე ქუჩაში და არ იყვირო, რატომ არ ისჯებიანო, მაგრამ არ ჩანან, რადგან მოკრძალებული, წესიერი ხალხია და არასოდეს ყოფილან აქტიურები.

მათი თხოვნის საფუძველზე ყველას მაგივრად მე მიწევს საუბარი – ურთიერთობა პრესასთან თუ სხვა განცხადებების კეთება, რადგან იცოდნენ, რომ ამის გარკვეული პრაქტიკა მქონდა.

 თავიდან საერთოდ არ ვაპირებდით რაიმეს თქმას, მაგრამ პირველივე ეტაპზე ისეთი ინფორმაციები წამოვიდა, მივხვდით, რომ მასმედია არასწორ გეზს აიღებდა და შეიძლებოდა, გამოძიებაც შეცდომაში შესულიყო, თორემ ვის ჰქონდა მაგის ნერვები, ტელეკომპანიიდან ტელეკომპანიაში ევლო?! გავნადგურდით, აღარ შემიძლია“, – ამბობს გიორგი შაქარაშვილი ბიძა მირიან ნიკოლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×