რეზონანსი
07.07.2020

დაკავებული ძიუდოისტის გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე, ეჭვობს, რომ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და შემდეგ მდინარეში ჩააგდეს. მისი თქმით, ამ ვარაუდის საფუძველს გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები და ფოტომასალა აძლევს.

ადვოკატი გარდაცვლილის გულ-მკერდის არეში არსებულ დაზიანებებზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს, რომ გულის გაჩერების შემდეგ მას ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს.

ამასთანავე ფიქრობს, რომ ცხედარი 24 საათის განმავლობაში წყლიდან უნდა ამოტივტივებულიყო.

„24 საათის განმავლობაში, როგორც წესი, წყლიდან, უნდა ამოტივტივებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი და არ გამოვრიცხეთ, რომ 4 დღე წყალში არ იყო. სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს სცოდნოდა სად იყო მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში.

ეჭვი გაგვიჩნდა, მაგალითად, მკერდზე რაღაც ზეწოლის კვალი ჩანდა, ამაზე ექსპერტიც საუბრობს, ვიღაც შეეცადა გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა პირდაპირი გულის, ამ დროსაც დაზიანება ხდება გულმკერდის, შეიძლება ჰემატომური რაღაც გამოიწვიოს, როდესაც ფიზიკურად ძლიერი დამიანი გულის პირდაპირ მასაჟს აკეთებს", - განაცხადა ძიუდოისტის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×