რეზონანსი
07.07.2020

ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც აღმკვეთ ღონისძიებაზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.

"ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. მაია გრიგოლიშვილის თქმით, ის უკვე შეხვდა ქურდაძეს, რომელიც ფაქტს არ უარყობს. მისივე ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაც მიიღო.

ფემიციდის კიდევ ერთი ფაქტი სურამში გუშინ, გამთენიისას მოხდა. 34 წლის მამაკაცმა 31 წლის ქალი მძინარე მდგომარეობაში ცეცხლსასროლი იარაღით ლოგინში ჩაცხრილა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ. საქმეზე გამოძიება 109 მუხლით დაიწყო. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×