რეზონანსი
07.07.2020

“ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი. მე აღვნიშნე, რომ 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამ საქმეზე ამოღებულია. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გავრცელდა თბილისის მერიის ვიდეოკამერებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 7 დღეზე მეტ ხანს ეს ჩანაწერები არ ინახება.

ჩვენ მივმართეთ, ამ ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები აღარ ინახება. თუმცა, ამის კომპენსირება ცალსახად შესაძლებელია, როგორც კერძო ობიექტების კამერების ჩანაწერებით, ასევე, „112“-ის ჩანაწერებით.

თბილსის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა. ეს არის უბრალოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დადგენა, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე, ჩავიდნენ

და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×