რეზონანსი
08.07.2020

ზუსტად იმ დღეს, როდესაც ილიკო ქურდაძემ მეუღლე ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ახალგაზრდებს ქორწინების 14 წლისთავი ჰქონდათ. თიკომ და ილიკომ ოჯახი 2006 წელს დიდი სიყვარულით შექმნეს. „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული.

„თიკოს დედა ისეთ დღეშია, გათიშული ჰყავთ საწყალი ქალი. ყველანი განადგურებულები ვართ… რეალურად იმ ღამეს რა მოხდა, არავინ იცის. სახლში თიკო, ილიკო და ბავშვები იყვნენ. ცოლ-ქმარს ფანტასტიური ურთიერთობა ჰქონდა. ოჯახი დიდი სიყვარულით შექმნეს. თიკოს არასდროს უთქვამს, ქმარზე ცუდი. არასდროს გამოუხატავს პრეტენზია, ვაიმე ვეღარ ვუძლებ ან რაიმე მსგავსი. უყვარდა თავისი ქმარი.

რამდენიმე სააგენტომ დაწერა, თითქოს ილიკო თიკოზე ეჭვიანობდაო. სისულელეა, ილიკოს საეჭვიანო არასდროს არაფერი ჰქონდა.

როცა ილიკო სვამდა, ჰალუცინაციები ჰქონდა და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი. ახლა სწორედ ეს საშინელი პერიოდი ჰქონდა, რამდენიმე დღე გადაბმულად სვამდა. “ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

ნათესავების თქმით, ტრაგედია ღამის 3-დან 4 საათამდე პერიოდში მოხდა. თიკოს და ილიკოს სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა ჰყავთ. უფროსი ბიჭი 13 წლის არის, მეორე 11-ის, გოგონა 9 წლის. ჯერ პატარამ არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს. ის ახლა გორში, დეიდასთან იმყოფება.

იმ ტრაგიკულ დღეს, თიკოს და ილიკოს ქორწინებიდან 14 წელი შეუსრულდათ. “ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×