რეზონანსი
08.07.2020

ორმაგი მკვლელობა ოკინაშვილების ოჯახში. 28  წლის კაცმა მუხრანში მამა და პაპა მოკლა. მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარუდო დამნაშავემ, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

მკვლელობა წინასწარი მონაცემებით, ცივი იარაღით არის ჩადენილი - მოკლულებს ყელი აქვთ გამოჭრილი.

მეზობლებმა "კურიერს" მომხდარის სავარუდო მიზეზი დაუსახელეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული ბაბუა საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა. ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×