რეზონანსი
08.07.2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი და დაშავებულებიც არასრულწლოვნები არიან. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია სოფელ ქვემო მაჩხაანის მკვიდრი, 15 წლის გიორგი ჯანყარაშვილი, ხოლო ორი დაშავებულიდან, ორივე, 14 წლის ასაკის მოზარდია.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ერთ- ერთ დაშავებულს, პაპისგან ჰქონდა ნათხოვარი.

„მანქანა პაპამ ათხოვაო, ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ეს ორნი კლასელები არიან, მაგრამ ეს გარდაცვლილი ბიჭი, არავინ იცის, როგორ მოხვდა ამათთან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

წნორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ექიმი, ნანა თამაზაშვილი აცხადებს, არასრულწლოვნის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა იგეგმება. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ მეორე არასრულწლოვანს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილია ორი პაციენტი, არასრულწლოვანი. ერთს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, მეორე პაციენტს პოლიტრავმა. საშუალო სიმძიმის არის ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, მეორე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან პოლიტრავმაა და სავარაუდოდ, კატასტროფის ბრიგადით გადავა პაციენტი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში," - ამბობს ექიმი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×