რეზონანსი
08.07.2020

თბილისის მერმა, კახა კალაძემ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია. „მინდა, მივმართო ყველა აბიტურიენტს, რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, შვილებისთვის კეთდება. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია. მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები", - განაცხადა კახა კალაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (08.07.2020)
Шеидзлеба ме вер вхвдеби, рогор шеидзлеба криминалебтан шекрули субиекти мимартавдес ахалгазрдебс ан икос калакис мери? Шедегиц сахезе гваквс; Агтацебули интелигенциа, агфртованебули Гиви Сихарулидзе,даусджелобис титкмис 100% синдроми, "агулавебули" криминали, ганадгуребули сасцавло система да а.ш. квелафрис чамотвла шеудзлебелиа.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×