რეზონანსი
08.07.2020

28 წლის კაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, მუხრანში მამა და ბაბუა მოკლა, სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

მეზობლების განცხადებით, მოტივი და მიზეზი, შესაძლოა, ძალადობა იყოს. სავარაუდო დამნაშავის ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა რძალზე. ადგილობრივები ახალგაზრდა კაცის მიერ ჩადენილ დანაშაულს დედის დაცვით ხსნიან.

თუმცა, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა აცხადებს, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ქალი მეუღლესთან დაშორებული იყო და შვილს მამა და ბაბუა ზრდიდნენ.

„თითქოს, ჩემი ყოფილი მამამთილი ძალადობდა ჩემზე, ეს არის ცრუ ინფორმაცია. ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როცა ჩვენ დავშორდით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე, მათ დაიტოვეს ეს ბავშვი, იმიტომ რომ უნდოდათ მათნაირი გაზრდილიყო. ვიტყვი იმას, რომ არასწორად ცხოვრობდნენ. ეს კაცი და ჩემი ყოფილი მეუღლე და გაზარდეს არასწორად ეს ბავშვი. გიორგი გაიზარდა არასწორად და ამის გამო აეწეწა ცხოვრება. ციხეში რამდენჯერმე მოხვდა. დაენგრა ფსიქიკა და გამოვიდა და ჩაიდინა ეს. ბავშვი მათთან იმიტომ დარჩა, რომ არ გამომატანა მამამთილმა და მითხრა, მე ეს ჩემთან უნდა გავზარდო, ჩემნაირი ვაჟკაცი უნდა იყოსო. მე და ჩემი მეუღლე ვერ ვეწყობოდით, პირდაპირ გეტყვით, ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა და ოჯახში არ იყო. მე ვეწინააღმდეგებოდი იმის არასწორ ქმედებებს, საქციელს ბავშვთან მიმართებაში, რომ ცოტა სხვაგვარდ ზრდიდა, ამის გამო იყო ჩემთან გინებები. სხვა არანაირი მიზეზი არ არის. გიირგის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მე კომინიკაცია არ მქონია. არ ვიცი რა მოხდა. რატომ ჩაიდინა, არ ვიცი. გიორგი დაიჭირეს ყაჩაღობისთვის, მკვლელობებზე და რაღაცებზე, სამჯერ იყო ციხეში, სულ 14 წელი გამოვიდა", - განაცხადა სავარაუდო დამნაშავის დედამ.

არსებული ინფორმაციით, მუხრანში 28 წლის ბიჭმა მამა და ბაბუა დანით მოკლა. როგორც ირკვევა, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი თანხასთან დაკავშირებით.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: იმედი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (08.07.2020)
კიდევ წაართვით შვილი დედას,გამკვირვებია ვის სჭირდება უდედოდ გაზრდილი ბავშვი?რის საფუძველზე წაართვეს შვილი ამ ქალს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×