
რომელი ავიაკომპანიები შეასრულებენ რეგულარულ რეისებს თბილისიდან - ამ თემაზე „ქრონიკასთან" ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.
უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები ავიაკომპანია Lufthansa-სთან, რომელიც 2 აგვისტოდან მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისს შეასრულებს.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები AirFrance-თან და პარიზის მიმართულებით ფრენები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოდან აღდგება. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანია AirBaltic-თან და არაა გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოდან რიგის მიმართულებით კვირაში 1 რეისი შესრულდეს.
„აირზენა ასრულებს კომერციულ ჩარტერულ ფრენებს სამი დედაქალაქის მიმართულებით. გარდა ამისა, ამ დღეებში შესრულდება „კატარის ავიახაზების" კომერციული ჩარტერული ფრენაც", - განაცხადა თურნავამ.