რეზონანსი
08.07.2020

10-დღიანი ვადა შინაგან საქმეთა სამინისტროს - პროკურატურა მთავარი მოწმის დაკითხვით უკმაყოფილოა და გომელაურის უწყებას დამატებითი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას და მოწმეების ხელახლა გამოკითხვას სთხოვს.

პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" გური ამირხანაშვილი , გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ჩვენებებში თქვა. მთავარი საგამოძიებო უწყება ასევე ითხოვს იმის დადგენას, ვინ იპოვა ბუჩქებში ამირხანაშვილი, ვინ გამოეკიდა 19 წლის ფეხბურთელს და რა მანძილი იყო შაქაქრაშილსა და მდევრებს შორის.

ულტიმატუმის წერილში პროკურატურა შსს-ს სთხოვს დეტალურად შეისწავლოს იაკობ ბრეგვაძის საქმე და დაადგინოს რა ვითარებაში და როგო წავიდა შემთხვევის ადგილიდან ფოტოგრაფი.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის ულტიმატუმი იმის დასტურია, რომ შსს-ს საქმით ობუექტურად გამოძიება არ სურს. უფლებადამცველები ასევე განმარტავენ იმასაც, რომ გამომძიებლების მხრიდან ძალიან ბევრი ხარვეზია დაშვებული.

"2-ივლისს პროკურატურამ წერილობითი მითითება მისწერა შსს-ს და დასვა ყველა ის კითხვა, რომელსაც ჩვენ ვსვამთ და მიუთითა მას, რომ დაეკონკრეტებინა, გაეცა პასუხი და აეხსნა თუ რატომ არის წინააღმდეგობა ოთხივე ჩვენებაში, რომელსაც ამირხანაშვილი იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ შსს გამოძიებას ვერ ართმევს თავს" - აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.

"ეს არის ფარსი, იმიტომ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში როგორც შინაგან საქმნეთა სამინისტრო, ასევე მთავარი პროკურატურა, ასევე ე.წ სუს-ი ჩართული იყვნენ და საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. ალბათ ცდილობენ ერთმანეთზე გადაბრალებას. პროკურატურა ალბათ ცდილობს, რომ მათზე არ გადატყდეს ჯოხი და ჯოხი გადატყდეს შსს-ზე",- აცხადებს საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული პირის ადბოკატი ალექსანდრე კობაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
.........   (08.07.2020)
ეგ დედამო.ტ.ყნული ამირხანაშვილი დაიჭირეეეეეეეეეეეეეეეთ ყველაფერი იცის ხელს აფარებს

komentari   (08.07.2020)
eseni orive oqros mowmeebi ki ara,Mkvlelobis xelishemwkobni,mkvlelobis monawileebi da xelis damfareblebi arian,kalbi chvenebebi aqvt tavidanve micemuli,mat sakutari tvalit aqvt giorgis,kvela epizodi,cemac,mkvlelobac da qvelafers malaven,gamodziebas daumales,moatkues,kalbi chvenebebi misces,romelic shecvales ramodenimejer,amitom,Mtavrobam,Prokuraturam,Gamodziebam mteli simkacrita da kanonis dacvit unda gamoikitxos,gamoidzios dadgindes simartle,gamoikenet kvela feri,es aris sicruic deteqtivi,tqveni codna,MKVLELEBI UNDA GAMOVLINDNEN,UNDA DAISAJON MTELI SIMKACRIT!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×