რეზონანსი
08.07.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით მსოფლიო შავი ჭირის პანდემიური გავრცელების რისკის წინაშე არ დაგას.

ხაზაშვილის თქმით, საქართველოში მღრღნელებში შავი ჭირის ბოლო შემთხვევა შარშანაც დააფიქსირეს, ადამიანის დაავადების შემთხვევა კი 1921 წლის შემდეგ არ გვქონია."ეს განკურნებადი დაავადებაა და ძალიან მაღალ რისკს ეპიდემიური ან პანდემიური გავრცელებისას არ მოიცავს. ყველაზე საშიში ფორმა შავი ჭირის არის ფილტვის ფორმა, ჩინეთში რეგისტრირებული შემთხვევა, როგორც ჩემთვის ცნობილია არის ბუბონური ფორმა, შესაბამისად ეპიდემიოლოგიური გავრცელების პოტენციალი არ აქვს. მართვადია და დიდ საშიშროებასა და რისკს ამის შემდგომ პანდემიური ან თუნდაც ფართო ეპიდემიოლოგიური გავრცელება, რეალურად დღეს მსოფლიოს არ ექმნება, ამიტომ შეგვიძლია ვიყოთ წყნარად", - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×