რეზონანსი
08.07.2020

„მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც არ გჯერათ, რომ კოვიდი არსებობს – თუ თქვენ არ გჯერათ, მოდით, ვისაც სჯერა, იმ ადამიანებს მოუფრთხილდით, მათ ჯანმრთელობას მოუფრთხილდით, უბრალოდ მოქალაქეობრივი ვალის, მოქალაქეობრივი თანადგომის, ადამიანური გაფრთხილების გამო მაინც ატარეთ ნიღაბი. გვერწმუნეთ, არავინ არის მოწადინებული, გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია, ნუ აყვებით არასწორ პროპაგანდასა და არასწორ ინფორმაციებს, კოვიდი მსოფლიო საფრთხეა, ეს არ არის საფრთხე მხოლოდ საქართველოსთვის, ან მხოლოდ ერთი ავტობუსის მგზავრებისთვის. ძალიან გთხოვთ, გაუწიეთ ანგარიში, თუ თქვენს ჯანმრთელობას არ უფრთხილდებით, მოუფრთხილდით სხვის ჯანმრთელობას, ატარეთ ნიღაბი იმ სხვა ადამიანების ხათრით მაინც, რომლებიც თქვენ გარშემო არიან და მათ სჯერათ, რომ კოვიდი არსებობს, რისკები ექმნება მათ ჯანმრთელობას“, - განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ნიღბის ტარება არის გარდაუვალი საჭიროება, რათა საქართველოში მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარება შენარჩუნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×