რეზონანსი
09.07.2020

დადგენილია პირის ვინაობა, რომელიც მედიით გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს. ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, იგი­ვე "კაწ­როს" ად­ვო­კა­ტის თამრ აბე­სა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მე­ლიც მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ფი­გუ­რი­რებს ამ წუ­თებ­ში შსს-ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნალ­სი­ტებს შსს-სთან გა­ნუ­ცხა­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, იგი­ვე "კაწ­როს" გა­მო­კი­თხვა ცოტა ხნის წინ დას­რულ­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელს გა­ნუ­მარ­ტა, რომ ის არ ფი­გუ­რი­რებს გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში. ამ დრო­ის­თვის გა­მო­კი­თხვის პრო­ცე­დუ­რა დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, რათა წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა, არ გასულა საერთოდ უბნიდან" - განაცხადა ადვოკატმა.

7 ივ­ლისს, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვარ­მა არ­ხმა“ გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ჩანს, „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ თუ რო­გორ ხვდე­ბა გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და­უდ­გე­ნელ პირს. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, სა­ი­და­ნაც სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ჩა­მო­დის. ის ამირ­ხა­ნაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლია.

ადვოკატისგანცხადებით, ბილანიშვილის ჩვენებას გააცნობენ საქმესთან დაკავშირებულ სხვა ადვოკატებს.

„ცრუ ბრალდებების საპასუხოდ ყველა კითხავს გავეცით პასუხი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×