რეზონანსი
09.07.2020

 საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი ავთანდილ ბილანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ გააკეთა. მისი განცხადებით, ის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან არანაირ კავშირში არ არის, აქვს ალიბიც და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს, რათა სიმართლე დადგინდეს.

ბილანიშვილის თქმით, მას გიორგი შაქარაშვილთან და მოძალადეებთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს.

„არანაირი შეხება არ მაქვს არც დაზარალებულთან, არც მოძალადეებთან. საერთოდ არანაირი ნაცნობობა არ მაქვს, არაფერი აბსოლუტურად. არც შორეული ნაცნობობა მაკავშირებს, "ვაფშე" არ ვიცნობ.

შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორით შევიტყვე. გავიგე, რომ ბავშვი იყო დაკარგული, და მერე ტელევიზორში რომ გამოაცხადეს.

ჩემი ტელეფონი ამოიღეს, გააკეთებენ ყველაფერს და დადგინდება სად ვიყავი, კონტაქტი ვისთან მქონდა და ა.შ. ჩემი ტელეფონი საგამოძიებო ორგანოში დავტოვე.

პროკურატურამ საგამოძიებო ორგანოში იმიტომ დამიბარა, რომ გვარამიას თქმით, ვიდეოჩანაწერებში მე ვიყავი. მივეცი ჩვენება სად ვიყავი და რას ვშვრებოდი მაგ დღეებში. ყველაფერი ამოღებულია და ყველამ იცის, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. ალიბიც მაქვს და საერთოდ ზარიც კი არ მაქვს არც ერთთან გაშვებული ან გამოშვებული. არანაირი კონტაქტი აბსოლუტურად არ მქონდა.

ძალიან მეწყინა ეს ამბავი, მით უმეტეს, მე რომ რაღაცას მტენიან. ყველამ კარგად იცის რომ მე არაფერ შუაში არ ვარ“, - განაცხადა ბილანიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (09.07.2020)
მარტო საწყენია? ვუჩივლებდი ცილისწამებისტვის გვარამიას და სხვასაც


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×