რეზონანსი
09.07.2020

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს თუ რა ხდებოდა იმ ღამით, როდესაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი უკვე დაკარგული იყო:

„1. დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში ხვდებიან ერთმანეთს.

2. ანა გაბეჩავა გადმოჯდა იმ მანქანაში, სადაც ზის მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი.

3. ყველანი მიდიან თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში.

ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. შეგახსენებთ, ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახლა გავაგრძელოთ. როგორც გითხარით, ახალგაზრდები ადიან თემქაზე. უკვე იმ ბინაში ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ გოგოებსა და ბიჭებს. ფოტოების გამოკვლევით, დავადგინეთ, რომ იაკობს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, შემდეგ იაკობი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ ის აღმოჩნდა თემქაზე. წარმოგიდგენთ ფოტომასალას იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან.

რატომ არაფერს უფრო მეტს არ ამბობს ამ დეტალებზე გამოძიება? რატომ არსად ჩანს ზოგიერთის ჩვენებაში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე - თვითონ ამბობს, დიღომშიო. გამოვემშვიდობე და მერე სახლში წავედიო. მოუყვა თუ არა ბრეგვაძე სხვა თანატოლებს ყველაფერს, რამდენი ბიჭი დარჩა მცხეთაში და სად გაქრნენ? ზუსტად რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხა ჯერ "მერსედესის", შემდეგ კი "ტოიოტას" შემადგენლობა? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ?

ასევე დავდე ერთ-ერთის - თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება, რაც ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იციან იაკობისგან "მერსედესისა" და "ტოიოტას" ჩხუბის ეპიზოდების შესახებ, მაგრამ რამდენად კარგად იციან პრობლემის სიმძიმე? შეგახსენებთ, იაკობი დილამდე თემქაზე რჩება და ამას მასპინძელი ადასტურებს და ის ფოტოებიც, რაც ავტვირთე.

ახალგაზრდები (ნაწილი მაინც) დილამდე რჩებიან თემქაზე. ჯერ გვიანი ღამეა, მერე კი გამთენიაც ჩანს - ფოტოებშია. მათ იციან იაკობისგან, რომ თავდასხმა მოხდა მცხეთაში, ხიდთან, მაგრამ სად გაქრნენ იაკობთან ერთად მყოფი ახალგაზრდები? რა ბედი ეწიათ მათ? ამაზე აქვთ იმ დროს პასუხი?

თემქის ბინაში იმყოფებიან:

იუბილარი ანა გაბეჩავამარი და ვაჟა ადეიშვილები - მასპინძლებილიზი ნადირაძემარიამ კვაჭაძეგიორგი ფოცხვერაშვილი და იაკობ ბრეგვაძე

დღეს, როცა ჩვენი პროდიუსერები თემქაზე, იმ კორპუსთან მივიდნენ, მალევე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი ავიდნენ ერთ-ერთი ბინაში.

მოკლედ, სულ უფრო და უფრო უცნაურია ეს საქმე“- წერს ვახო სანაია.

ვ

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მანანა   (09.07.2020)
ვისთვისაც ადამიანობა ღირებული მცნებაა არა მგონია გულგრილი დარჩენილიყო ყოველივე ამ ამბის შემდეგ ვინ რატომ, როგორ, რა უფლებით ინტერესდება ეს მეორეხარისხოვანია, მომავალი რომ ნადგურდება გიორგისნაირი გოგობიჭების უდროო გარდაცვალებით და თან ცოცხლად დარჩენილების უაზრო,შეუგნებელი,უპასუხისმგებლო და არაადამიანური ქმედებებით… გული მწყდება რომ ინერტული თაობა მოდის

ნათელა   (09.07.2020)
მკვლელებთან ერთად იუბილარიც ი მსახურებს უმაღლეს სასჯელს, რატომ შეკრიბა სხვადასვა ერთმანეთისტვის უცნობი ახაგაზრდები,თან ეტაგულად დაგეგმა ყვეა ნაბიჯი, დაიქცეს შენი მოთრევის დღე ამ ქვეყნად, ბოროტო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×