რეზონანსი
09.07.2020

წინა კვირას, გლდანში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. მედიასივრცეში ელვისსისწრაფით გავრცელდა, ცნობა რომ გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი იპოვეს.

მოზარდი, მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი დაზიანებებით, თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში" მშობლებმა საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს. მდგომარეობა პირველივე წუთიდან უკიდურესად მძიმედ შეფასდა.

თუმცა, მომხდარიდან მეექვსე დღეს "ნიუპოსტის" ინფორმაციით, სასუნთქ აპარატზე მიერთებული რატი ლორთქიფანიძე გონზე მოვიდა და დედასაც დაელაპარაკა. მეტიტ, მოზარდმა "ხორციც კი მოითხოვა და მადიანადაც დააგემოვნა".

მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო, მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან, პალატაში გუშინ გადაიყვანეს.

მედიკოსები ამბობენ, რომ მთავარი საფრთხე ჩავლილია, რატის გამოჯანმრთელება კი სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

ბავშვის მშობლებს მომხდარზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურთ. ისინი იმ ადამიანებს მიმართავენ და მადლობას, უხდიან, რომლებიც პატარას გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ და მთელი ამ დროს განმავლობაში მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ.

რაც შეეხება მომხდარს, ერთ-ერთი ვერსიით, მესამე სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი ისე გაიღო, რომ კაბინა არ ჩამოსულა, ბავშვი კი ღია კარში შევიდა და მოულოდნელად შახტში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×